ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომის

  დღის წესრიგი

 

2019 წლის 5 მარტი

 

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისიდან სოფელ კრისხევამდე  გზის მოასფალტების  სამუშაოების შესყიდვის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მოხელეთა 2019 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ;

3. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,  კულტურის და სპორტის სამსახურის მიერ 2019  წელს განსახორციელებელი სპორტული, კულტურული და  ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამების დამტკიცების   თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2018 წლის  14 დეკემბრის №114  განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

4. ა(ა)იპ  „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლისთვის” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან 138.6 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ-ის არსებობის ვადით გადაცემის თაობაზე  მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

5. ა(ა)იპ  „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლისთვის” ხაშურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მსუბუქი კონსტრუქციის კონტეინერის პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით  გადაცემის თაობაზე  მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

6. შპს „ვიონი საქართველო“-სთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან  პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით ფართის გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

7. საქართველოს საპატრიარქოს სურამისა და ხაშურის ეპარქიისათვის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული 150 (ასორმოცდაათი) ერთეული რკინა-ბეტონის პარაპეტის თხოვების ფორმით გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

8. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობის დამტკიცების  შესახებ“ ხაშურის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №114 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

9. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2019 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ 

10. ხაშურის მუნიციპალიტეტის  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების მიერ 2018 წელს გატარებული ღონისძიებებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ


 

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 169 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე