ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე  სხდომის

  დღის წესრიგი

2018 წლის 14 დეკემბერი

 

 

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ; 

2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ; 

3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურების 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ;

4. ხაშურის მუნიციპალიტეტში კონფლიქტის მიმდებარე და მთიანი სოფლების საჯარო სკოლების პედაგოგების უფასო მგზავრობის უზრუნველყოფის 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ; 

5. უმწეოთა უფასო კვების 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ;

6. ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების დევნილი და სოციალურად დაუცველი მოსწავლეების უფასო მომსახურების 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ;

7. ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ; 

8. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის მიერ 2019 წელს განსახორციელებელი სპორტული, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამების დამტკიცების თაობაზე;  

9. ხაშურის მუნიციპალიტეტში მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;  

10. ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;  

11. ხაშურის მუნიციპალიტეტში ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;  

12. ხაშურის მუნიციპალიტეტში სკოლისგარეშე სახელოვნებო– საგანმანათლებლო სფეროში განსახორციელებელი 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ; 

13. ხაშურის მუნიციპალიტეტში ფიზიკური აღზრდის ხელშეწყობის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;  

14. ხაშურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის სფეროში განსახორციელებელი 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;  

15. გაზეთ "ხაშურის მოამბის" ფუნქციონირების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;

16. ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ესთეტიკური და უსაფრთხო გარემოს შექმნისა და გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ;

17. ხაშურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფისა და სარიტუალო მომსახურების გუმჯობესების ხელშეწყობის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ; 

18. ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში ქალაქისა და სოფლის ზონების დასუფთავებისა და სანიტარული ღონისძიებების, საგზაო ინფრასტრუქტურის, გარე განათების მოვლა-პატრონობის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შეახებ;

19. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რელიგიური ორგანიზაციების დახმარების, რელიგიური მნიშვნელობის შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ; 

20. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2019-2020-2021 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ობიექტის საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ 

21. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის N124 განკარგულებაში  „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების 2018 წლის მუნიციპალური პროგრამის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე;

22. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის N127 განკარგულებაში „უმწეოთა უფასო კვების 2018 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე; 

23. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის N 128 განკარგულებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების დევნილი და სოციალურად დაუცველი მოსწავლეების უფასო მომსახურების 2018 წლის მუნიციპალური პროგრამაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე; 

24. 2019-2020 წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

25. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

 


 

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 151 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე