ხაშურის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს - დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის“ მისაღებად.

       „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია“ ენიჭება შემდეგ ნომინაციებში:

ა) დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევისათვის. ნომინანტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სამეცნიერო ნაშრომები -მონოგრაფია, სტატიები, დოკუმენტური მასალა და იყოს ამ საკითხისა და სფეროს აღიარებული მკვლევარი;

     პრემიის ოდენობა განისაზღვრება 2500 ლარით.

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წინაშე. ნომინანტს მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების განვითარების, მოზარდი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში. ხაშურის მუნიციპალიტეტის ავტორიტეტისა და ცნობადობის გაზრდაში, რეგიონისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში.

     პრემიის ოდენობა განისაზღვრება 2500 ლარით.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის“ მიღებასთან დაკავშირებული კონკურსის ჩატარების სამუშაო ჯგუფში შედიან:

1)       ვაჟა შუბითიძე - პროფესორი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

2)      ზურაბ ცუცქირიძე - პროფესორი;

3)       თამაზ ლაცაბიძე - ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი;

4)   კონსტანტინე ფრუიძე - ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი:

5)      რევაზ ნოზაძე - დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის მენეჯერი;

6)      ზაზა გვრიტიშვილი - ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექსპერტი;

7)      დოდო ლაცაბიძე -  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სპეციალისტი.

      საკონკურსო განცხადებები მიიღება 10 ივლისიდან 19 ივლისის  ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ხაშური, ტაბიძის ქ. N2, ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართული; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური. მიღების საათებია 10:00 სთ - 17:00 სთ.        


 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 122 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე