ხცისის ადმინისტრაციული ერთეული  ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 705 მეტრზე, ხაშურიდან 9 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 

 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: ხცისი, მიწობი, კრისხევი,   დიდი თხილნარა,  პატარა თხილნარა.

 ხცისი ისტორიული სოფელია, რასაც ადასტურებს სოფელში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა -  ნამოსახლარები, რომელიც ფეოდალურ ხანას განეკუთვნება.  

 ვახუშტი ბატონიშვილი, გვეძინეთის აღწერის დროს, სხვა ხევებთან ერთად მოიხსენიებს სოფელ ხცისის ხევსაც. ხცისი მოხსენიებული აქვს იოანე ბატონიშვილსაც (1768-1830 წ.წ.). 

სოფლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ზე,  დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - წვიმოეთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის დარბაზული ეკლესია. აღმოსავლეთ ფასადის წარწერაში ნათქვამია, რომ ეკლესიის მშენებლობა  ბაგრატ III-ის მეფობის დროს, 1002 წელს დაუწყია  გურანდუხტ დედოფალთან დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს, ანანია მთავარეპისკოპოსს.   ძეგლის ხუროთმოძღვრებიდან განსაკუთრებით საინტერესოა  მდიდარი ორნამენტაცია (სარკმელთა საპირეები და სათაურები, შესასვლელის ტიმპანის სათაური), ბარელიეფები ცხოველთა ფიგურებით და სხვ.

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. 

ხცისი მდიდარია ისტორიული ძეგლებით, ყორანქედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სტილისტური ნიშნებით, თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ხოლო წმინდა ელია წინასწარმეტყველის  მამათა მონასტერი ახალი ამოქმედებულია. 

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 227 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე