ხალების ადმინისტრაციული ერთეული  ყელეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე,  ხაშურიდან 13 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.  ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: დიდი ხალები, პატარა ხალები, ღართა, სარტყელა, ღვრიაწყალი, ალექსანდრეს წყარო. სოფლებმა მიგრაცია განიცადეს 1990-იან წლებში. 

 სოფლის სასაფლაოზე დგას მაცხოვრის ეკლესია, ხოლო სოფლის აღმოსავლეთით - ქარტის ეკლესია.

სოფელ ღართას უკავშირდება შემდეგი ისტორიული მოვლენები: 

• 1625 წელი - სოფელ ღართას მიდამოებში ქართლის სამეფო ლაშქარმა გიორგი სააკაძის სარდლობით ამოწყვიტა ყიზილბაშთა ლაშქრის ჭარბი ძალები და შეაჩერა მტრის სვლა თბილისისაკენ.

• 1778 წელი - სოფელ მუხრანიდან მომავალმა ქეთევან დედოფლის მხლებლებმა, 300-კაციანმა მორიგე ჯარის რაზმმა, სოფელთან სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო 500-კაციანი ლეკთა რაზმი და დარბევას გადაარჩინა ახლო მდებარე სოფლები.

სოფლებს: პატარა ხალებს, ღართას, სარტყელას ალექსანდრეს წყაროს მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი დასახლებების სტატუსი. 

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 120 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე