N სკოლა დირექტორი სკოლის ტელეფონი მისამართი
1 ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა მორის დანდურიშვილი 0368241901 ქალაქი ხაშური, ტაბიძის ქუჩა N22
2 დ.კაკიაშვილის სახელობის ქ.ხაშურის N2 საჯარო სკოლა თამარ  მახათაძე 0368240971 ქალაქი  ხაშური რუსთაველის ქ. N95
3  ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლა ალექსანდრე ელიაშვილი 0368242162 ქალაქი რუსთაველის ქ. N50
4 ქალაქ ხაშურის N4 საჯარო სკოლა ნანა გაგნიძე 0368242048 ქალაქი სარაჯიშვილის ქ. N 49
5 ქალაქ ხაშურის N5 საჯარო სკოლა მედეია კაპანაძე–ავალიშვილი 0368242162 ქალაქი ხაშური ჯორჯაძის ქ N1
6 გ.ტაბიძის სახელობის ქალაქ  ხაშურის #6 საჯარო სკოლა თამარ ხადური 0368246032 ქალაქი ხაშური, ფალიაშვილის ქ. N10
7  ქალაქ  ხაშურის N7 საჯარო სკოლა მანანა ლაცაბიძე 0368243709 ქალაქი ხაშური,თამარ მეფის 10-ა
8  ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლა მანანა ხიჩაკაძე 0368242038 ქალაქი ხაშური  თამარ მეფის ქ. N8
9  ქალაქ ხაშურის N9 საჯარო სკოლა მამუკა ხაჩიძე 0368240957 ქალაქი ხაშური. დუმბაძის ქ. N246
10 ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის #1 საჯარო სკოლა დავით ჩადუნელი 0368270250 დაბა სურამი. გოგებაშვილის ქ#1
11  ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N2 საჯარო სკოლა დალი ბროლიძე 0368270372 დაბა სურამი რუსთველის ქ. N126
12 ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 3 საჯარო სკოლა ნანა სხილაძე 0368270258 დაბა სურამი. დ. აღმაშენებლის ქ. N 81
13 დაბა სურამის N4  საჯარო სკოლა ალექსანდრე ლომიძე 0368270225 ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი იტრია
14 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის საჯარო სკოლა კახა ღონღაძე   ხაშურის მუნიციპალიტეტი,  სოფელი ალი
15  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბეკამის საჯარო სკოლა მამუკა მათიაშვილი   ხაშურის მუნიციპალიტეტი,  სოფელი ბეკამი
16   ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლა მიხეილ დევაძე   ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ბროლოსანი
17 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლა მაია ჯაფარიძე   ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი
18  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის საჯარო სკოლა მამუკა მაჭარაშვილი   ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ვაყა
19  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის   საჯარო სკოლა თამაზ ნოზაძე   ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ნაბახტევი
20  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა თამარ გაგლოშვილი   ხაშურის მუნიციცპალიტეტი, სოფელი ოსიაური. ზაზა მახარაშვილის ქN1
21  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლა რუიზან მარაბდელი   ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი სატივე
22 ხაშურის მუნიციპალიტეტის ტეზრის საჯარო სკოლა ალექსანდრე ჭადაშვილი 0368248430 ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ტეზერი
23  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის  საჯარო სკოლა ლიანა ლომიძე   ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ტკოცა
24 ხაშურის მუნიციპალიტეტის ფლევის საჯარო სკოლა ზურაბ ლომიძე   ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ფლევი
25  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლა ნატალია ბლიაძე   ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ქინძათი
26 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფრის საჯარო სკოლა ნინო ლომსაძე   ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ქქემფერი
27 ხაშურის მუნიციპალიტეტის  დიმიტრი ყიფიანის სახელობის  სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლა მანანა ბასიაშვილი 0368220190 ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვიშხეთი
28 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა ასმათ ბერიძე-კოპაძე 0368240497 ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ცხარმუხა
29 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო მზია  კაპანაძე   ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი წაღვლი
30  ხაშურის  მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლა ნანული პაპუაშვილი   ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი წრომი
31 ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლა ლელა ქვრივიშვილი   ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ხცისი
32 სოფელ ოძისის საჯარო სკოლა ბედუნი ლომსაძე   ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ოძისი
33 საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი ეპისკოპოსი სვიმეონი( თეიმურაზ ცაკაშვილი)   ქალაქი ხაშური,რუსთაველის ქ.N2

ფლევის ადმინისტრაციული ერთეული შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის (სურამულას მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ხაშურიდან 21 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. . 

ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: პატარა ფლევი, დიდი ფლევი, ნაცარგორა,  ტკოცა. 

ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება ახალი და ზემო ფლევი.  თავდაპირველად ფლევი ამირეჯიბების მამული იყო. ქუცნა ამირეჯიბმა იგი ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესიას შესწირა: ,,აქაურის წისქვილისათვის ფლეველთ თითო კოდი პური, თითო კოკა ღვინო სააღაპოდ”. მოგვიანებით იგი ბაგრატიონ-დავითიშვილების მამულია. მათ 1527-1556 წლებში იმერეთის მეფის,  ბაგრატ III-ის ნებართვით და ირანის შაჰის თამაზისაგან მიღებული ოქრო-ვერცხლით სხვა სოფლებთან ერთად შეიძენეს ფლევი. ბაგრატიონ-დავითაშვილები აქ XX საუკუნემდე სახლობდნენ.

დიდ ფლევში მდებარეობს წმ. გიორგის (XIX ს-ის ბოლო), ღვთისმშობლისა (VIII_IX სს.) და წმ. გიორგის (განვითარებული ფეოდალური ხანა) ეკლესიები.

პარატა ფლევში მდებარეობს სამყვირალოს წმინდა გიორგის ეკლესია და ფლევის ღვთისმშობლის ეკლესია.

ნაცარგორა - არქეოლოგიური ძეგლი, მრავალფენიანი ნამოსახლარი და სამაროვანი - სოფელ ნაცარგორის ჩრდილო-დასავლეთით 300 მეტრში მდებარეობს.

ნამოსახლარ ბორცვზე გათხრები დაიწყო 1984 წელს. 1985–1989 წლებში ითხრებოდა ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი, პარალელურად გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი. 1990–1992 წლებში ძირითადი საველე სამუშაოები მიმდინარეობდა ანტიკური ხანის სამაროვანზე.

ნამოსახლარ ბორცვზე საველე სამუშაოები დაიწყო ჩრდილო-დასავლეთ სექტორში, სადაც გამოვლინდა გვიანბრინჯაოს ხანის ხუთი, ხოლო დასავლეთის ფერდის გაწმენდისას, ადრებრინჯაოს ხანის ექვსი საამშენებლო ჰორიზონტი. 1986წელს, ნამოსახლარი ბორცვის თავზე, დასავლეთ სექტორში, დამთავრდა გვიანბრინჯაოს ხანის კულტურული ფენის გათხრა და დაიწყო ამავე პერიოდის ფენის შესწავლა აღმოსავლეთ სექტორში. გვიანბრინჯაოს ხანის კულტურულ ფენაზე დაკვირვებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება აქ იწყება გვიანბრინჯაოს ადრეულ ეტაპზე.

2011-2012 წლებში მიმდინარეობდა ქართულ-იტალიური საერთაშორისო პროექტი „შიდა ქართლის ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლების შესწავლა“. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ბიძინა მურვანიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი) და პროფესორი ელენა როვა (ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტი). 2012 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ექსპედიციამ ნაცარგორაში არქეოლოგიური კვლევის შედეგად ძვ. წ. III ათასწლეულის საცხოვრებელი და სამეურნეო კომპლექსი გამოავლინა.

ნაცარგორის ნამოსახლარი ერთ-ერთი პირველია იმ ძეგლებს შორის, რომელზეც დადასტურდა ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურის, ე.წ. ადრეყორღანული ანუ მარტყოფისა და ბედენური პერიოდის ძეგლების ურთიერთობა. ამ ფაქტის დადასტურება დიდად მნიშვნელოვანია, რადგან ადრებრინჯაოს ხანის იმ ძეგლთა რაოდენობა, სადაც სახეზე გვაქვს ამგვარი თანაარსებობა ძალზე მცირეა.

 

ხალების ადმინისტრაციული ერთეული  ყელეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე,  ხაშურიდან 13 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.  ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: დიდი ხალები, პატარა ხალები, ღართა, სარტყელა, ღვრიაწყალი, ალექსანდრეს წყარო. სოფლებმა მიგრაცია განიცადეს 1990-იან წლებში. 

 სოფლის სასაფლაოზე დგას მაცხოვრის ეკლესია, ხოლო სოფლის აღმოსავლეთით - ქარტის ეკლესია.

სოფელ ღართას უკავშირდება შემდეგი ისტორიული მოვლენები: 

• 1625 წელი - სოფელ ღართას მიდამოებში ქართლის სამეფო ლაშქარმა გიორგი სააკაძის სარდლობით ამოწყვიტა ყიზილბაშთა ლაშქრის ჭარბი ძალები და შეაჩერა მტრის სვლა თბილისისაკენ.

• 1778 წელი - სოფელ მუხრანიდან მომავალმა ქეთევან დედოფლის მხლებლებმა, 300-კაციანმა მორიგე ჯარის რაზმმა, სოფელთან სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო 500-კაციანი ლეკთა რაზმი და დარბევას გადაარჩინა ახლო მდებარე სოფლები.

სოფლებს: პატარა ხალებს, ღართას, სარტყელას ალექსანდრეს წყაროს მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი დასახლებების სტატუსი. 

 

წაღვლის ადმინისტრაციული ერთეული  ხაშურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 880 მეტრში, ხაშურიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: წაღვლი, კლდისწყარო, ქვემო ბროლოსანი,  ზემო ბროლოსანი, ტიტვინისწყარო, ჩორჩანა, წეღვერი, ყობი. 

წაღვლზე გადიოდა დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა, რომელსაც მოსახლეობა დღესაც „საიმერლო გზას“ უწოდებს. იგი იწყებოდა სოფელ ქვენატკოცის ხეობაში, აბისზე გავლით გადიოდა სოფელ წაღვლში, იქიდან კი ჩორჩანა-ჭერათხევის გავლით გადადიოდა სოფელ კორბეულში და საჩხერე-ჭიათურაზე გავლით გადადიოდა გელათსა და ქუთაისში. ამ გზას საიმედოდ იცავდა ჯერ კიდევ უძველეს დროში აგებული წაღვლისთავის ოთხგოდოლიანი ბასტიონი. იგი განუახლებია დავით აღმაშენებელის პაპას, ბაგრატ მეოთხეს, მაგრამ როდის არის აგებული იგი, ისტორიული წერილობითი წყაროები ამ საქმეზე სდუმან და საიდუმლოდ ინახავენ წაღვლისათვის ციხის აგების დროსა და ისტორიას.

ციხე აგებული იყო ფლეთილი ქვისაგან კირის დუღაბით, ჰქონდა დატანებული ოთხი გოდოლი, ამ ციხის ნაშთები აღარ არსებობს თუ არ ჩავთვლით შეცემენტებულ, აზელილ კირის გროვებს, როგორც ჩანს მისი განახლება უცდიათ XVII-XVIII საუკუნეებში, მაგრამ გართულებული საშინაო და საგარეო მდგომარეობის გამო განახლება ვეღარ შეძლეს და კირის ხსნარი დარჩა გამოუყენებელი. ციხესიმაგრე დაანგრიეს 30-იან წლებში და დაალაგეს გზებზე, ნაწილი კი მოსახლეობამ გამოიყენა სახლების ასაგებად.

ისტორიული წერილობითი წყაროები წაღვლის შესახებ ღარიბია, იგი პირველად მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებაში“, დავით აღმაშენებელის ისტორიკოსის მიერ. მძიმე სამეფო სკიპტრა ხვდა წილად დავით აღმაშენებელს, რომლის ზიდვაც ვერ გაბედა დავითის მამამ, მამაცმა მეომარმა, მაგრამ სუსტმა პოლიტიკოსმა გიორგი მეორემ და მან თავისი ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი წაღვლიდან ქუთაისში გადასულ ახალგაზრდა ძეს-დავითს. დავით აღმაშენებელს სოფ. წაღვლში ჰქონდა საზაფხულო რეზიდენცია - წაღვლისთავის ციხესიმაგრე. წაღვლისთავი და წაღვლისთავის ციხესიმაგრე მდემარეობდა დღევანდელი სოფლის დასავლეთით, რომელსაც დღესაც მოსახლეობა „გალავნებს“ უწოდებს. ტოპონიმმა შემოგვინახა რაღაც ნაწილი ისრტორიისა, ასეთი ტოპონიმები კი წაღვლში ბევრია გავრცელებული.

1976 წლიდან სოფელ წაღვლში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე რამიშვილი, რის შედეგადაც აღმოჩენილია ქვის ხანის და ბრინჯაოს ხანის უამრავი ნივთი, რომელთა დიდი ნაწილიც დაცულია ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

გარდა არქეოლოგიური ძეგლებისა შემორჩენილია ეკლესიათა ნანგრევები და ფეოდალური ხანისნამოსახლარები. სოფლის ტერიტორიაზე 30-მდე არქეოლოგიური ნამოსახლარია. ესენია რეზოს მიწა, ყვირალა კარი, გოროკო, კვინიკაძეების მიწა, ჩოჩქოლი კარი, გალავნები, ტბები, მიქელაანთ ვერხვები, გიგოს მიწა, ზაქას ტყე, პატარა ლაშე და სხვა მრავალი. ფეოდალური ხანის ნამოსახლარებია: კვინიკაძეების ყორე, ოსანაძის ახო, ხარაულიაანთ სათივე, ცაცხვები, გალავნები, ჩოჩქოლი კარი, ნიკოლოზი, მილიწყარო და სხვა მრავალი. სოფელში შემორჩენილი იყო ბარბაცი კარის, ჩოჩქოლის კარის, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიათა ნანგრევები, რომელთა უმრავლესობა დანგრეული იქნა 30-იან წლებში „ულტრარევოლუციონერების“ მიერ. ძმებმა გიორგი და სვიმონ მიქელაშვილებმა ააშენეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, სიმონ კაპანაძემ კი ჩოჩქოლის კარზე სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესია. აღდგენილია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 723 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე