გიორგი ბერაია
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
დაიბადა 1952 წლის 11 დეკემბერს ქალაქ ხაშურში.
1970 წელს დაამთავრა რკინიგზის ხაშურის IV საშუალო სკოლა;
1977 წელს კი - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით „ნატურალური და ქიმიური ბოჭკოების დართვა“;
1977-1979 წლებში მსახურობდა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში;
1979-2012 წლებში მუშაობდა ხაშურის საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკაში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე;
2012-2014 წლებში იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.
არის სააქციო საზოგადოება „გორგოტას“ კომერციული დირექტორი.
პარტიის წევრი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
იმედა მეტრეველი
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
დაიბადა 1970 წლის 15 იანვარს ქალაქ ხაშურში.
1976-1987 წლებში სწავლობდა ხაშურის N1 საშუალო სკოლაში.
2001-2006 წლებში სწავლობდა დონის როსტოვის ლიანდაგმშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობაზე-ლიანდაგის მშენებლობა, სალიანდაგო მეურნეობა;
1990 წლიდან დღემდე მუშაობს ეღელტეხილის სალიანდაგო სამმართველოში.
1990-1995 წლებში, პარალელურად, იყო ტელეკომპანია „დიას“ მხატვარ-დიზაინერი.
არის სალიანდაგო სამმართველოს უფროსის თანაშემწე და პროფესიული კავშირის თავმჯდომარე;
პარტიის წევრი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
დავით მეტრეველი
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
დაიბადა 1959 წლის 14 აგვისტოს ხაშურის რაიონის სოფელ ვაყაში.
დაამთავრა გომის საშუალო სკოლა;
1976-1979 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტზე, სპეციალობა-მშენებელი.
1979-1981 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური;
1994-2004 წლებში მუშაობდა შსს სამინისტროს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში ინსპექტორად.
2014 წლიდან დღემდე მუშაობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში მწვრთნელ-მასწავლებლად. სპორტის ოსტატი.
2017 წელს არჩეულია ხაშურის თვითმმართველი თემის საკრებულოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. წარმდგენი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. უპარტიო.
დაოჯახებული.
ცოტნე ნოზაძე
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
დაიბადა 1995 წლის 14 მარტს;
2013 წელს დაამთავრა ხაშურის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა;
2013-2017 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე. რომელიც დაამთავრა ელექტრო ინჟინერის სპეციალობით.
2017 წლის თებერვლიდან დღემდე არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
დასაოჯახებელი.
გურამ მაზიაშვილი
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
დაიბადა 1970 წლის 1 მაისს ხაშურის რაიონის სოფელ მიწობში;
1996 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი სამართალმცოდნის სპეციალობით;
1988-1990 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში;
2000-2017 წლებში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას;
1999-2000 წლებში მუშაობდა შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლად;
1996-1999 წლებში მუშაობდა ხაშურის შ/ს რაიგანყოფილების ეკო პოლიციის ინსპექტორად.
დაოჯახებული.
ლაშა ლურსმანაშვილი
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
დაიბადა 1981 წლის 12 მაისს ხაშურში;
1989 წელს დაამთავრა ცხრამუხის საშუალო სკოლა;
1998-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე;
2013-2014 წლებში მუშაობდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხაშურის უბანზე ტყის მცველად.
უპარტიო.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მაყვალა მაისურაძე
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
დაიბადა 1959 წელს ქალაქ ახალციხეში;
1976 წელს დაამთავრა ახალციხის N1 საშუალო სკოლა;
1978-1984 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.
1985 წელს მუშაობა დაიწყო „სურამის სადაბო პოლიკლინიკაში“ თერაპევტად;
2008 წლიდან არის ოჯახის ექიმი;
ამჟამად „სურამის სადაბო პოლიკლინიკის“ დირექტორია;
უპარტიო.
დაოჯახებული.
აკაკი ჩიტაძე
„დავით თარხან-მოურავი-ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“
დაიბადა 1964 წლის 5 თებერვალს ქალაქ ხაშურში;
1981 წელს დაამთავრა რკინიგზისა IV საშუალო სკოლა;
1986-1985 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში;
1996 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემია ქირურგის სპეციალობით;
2011-2014 წლებში მუშაობდა „მედიქალ პარკი საქართველოს“; საავადმყოფოში ქირურგად;2014 წლიდან დღემდე არის შპს „ლაითი-2014“-ის, შპს „ლანცეტის“ ქირურგი-რაბიოლოგი და დუშეთის სამედიცინო ცენტრის ქირურგი;
პარტია „დავით თარხან-მოურავი-ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი.
დაოჯახებული.
ალექსანდრე სიმონიშვილი
„დავით თარხან-მოურავი-ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“
დაიბადა 1980 წელს;
1995 წელს დაამთავრა ხაშურის N25 საშუალო სკოლის არასრული კურსი და იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისში, ელიავას სახელობის რკინიგზის სასწავლებელში;
2002-2006 წლებში სწავლობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში საფინანსო-საბანკო და სადაზღვევო საქმის ეკონომისტის სპეციალობაზე;
2007 წლიდან არის კერძო ბიზნესში.
დაოჯახებული.
დავით გარადინსკი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
დაიბადა 1985 წლის 30 ნოემბერს ქალაქ ხაშურში;
2003-2007 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
2011-2013 წლებში მუშაობდა დაბა სურამის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად, აქვე - მთავარ სპეციალისტად.
უპარტიო.
დაოჯახებული.
ელზა კიკაძე
„ევროპული საქართველო“
დაიბადა 1971 წლის 10 აპრილს ხაშურში;
დაამთავრა ხაშურის რკინიგზის N4 საშუალო სკოლა;
1999-2002 წლებში სწავლობდა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, სპეციალობა -სამართალმცოდნე;
2014-2017 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს მე-5 ქვეით ბრიგადაში აღმრიცხველად.
პარტია „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.