სოფელი ცხრამუხა  ხაშურის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარეობს. ადმინისტრაციულ ერთეულში შედიან სოფლები: ცხრამუხა, დამჩხრეულა, თაგვეთი, რბონა. სოფელი ზღვის დონიდან 730 ზე მდებარეობს.  ხაშურიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. 

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1728 ადამიანი, აქედან 830 -კაცი,  898 -ქალი.

ცხრამუხა ისტორიულ წყაროებში XVIII საუკუნიდან გვხვდება. როსტომ და დავით აბაშიძეების მიერ მამულის ნასყიდობის 1751 წლის სიგელში მოიხსენიება ცხრამუხა (ცხორომუხა), როგორც გაყიდული ჭალის მამულის საზღვარი. ცხრამუხა ქართლის სააბაშიოში შედიოდა და  ქვიშხეთელი აბაშიძეების კუთვნილებას წარმოადგენდა. შემდეგ იგი ამილახორების ხელშია. ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელშიც ცხრამუხაა მოხსენიებული, 1771 წლის 17 იანვრით თარიღდება. ეს დოკუმენტი არის განჩინება რევაზ ამილახორსა და ნიკოლოზ აბაშიძეს შორის მამულის საქმეზე.

სოფლის სახელწოდება დაკავშირებულია მუხასთან. სოფელში გვიჩვენებენ ადგილს, კერძოდ, დღევანდელ სასაფლაოსთან, წმ. ნინოს ეკლესიის ირგვლივ, სადაც ცხრა მუხა მდგარა და აქედან შეერქვა სოფელს სახელწოდება - ცხრამუხა. 

სოფელში დგას კოშკი, წმინდა ნინოს ეკლესია, სამების ეკლესია. 

ცხრამუხაში ფუნქციონირებს ახლადაშენებული, ინტერნეტით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა. 

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 124 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე