ცოცხნარის ადმინისტრაციული ერთეული ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ხაშურიდან დაშორებულია13 კილომეტრით,  სურამიდან  -8 კილომეტრით.

ადმინისტრაციულ ერთეულში შედიან სოფლები: ცოცხნარა,ოძისი, ქემფერი, ცედანი, ცივწყარო, წაბლოვანა.

2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში ცხოვრობს 294 ადამიანი, მათ შორის, 150 კაცი, 144 ქალი.

სოფელში დგას კვირაცხოვლისა და წმინდა მარინეს ეკლესიები.

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს დაგეგმილია ბავშვთა გასართობი ატრაქციონის და მოსაცდელის მოწყობა სოფელ ცოცხნარაში, სარიტუალო დარბაზის მშენებლობა - სოფელ წაბლოვანაში, სასმელი წყლის სისტემის დასრულება - ცედანში, სოფლის გზების მოხრეშვა - ქემფერში, ოძისსა და ცივწყაროში. 

 

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 223 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე