ოსიაურის ადმინისტაციული ერთეული ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სურამულას (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს,  ზღვის დონიდან 680 მეტრზე, ხაშურიდან 4 კილომეტრში მდებარეობს.

ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: ზემო ოსიაური, ქვემო ოსიაური, ახალსოფელი, ღუდა, ნარუჯები, ღანძილები.  

ოსიაური ქართულ ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტებში XVI საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდება. სოფელში დგას ვეზირიშვილების სასახლე, რომელიც ამჟამად ძლიერ დაზიანებულია.  სასახლეში თავადი ვეზირიშვილების რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დიმიტრი გიორგის ძე ვეზირიშვილის ოჯახი. მისი მეუღლე იყო რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და ბაბალე ბარათაშვილი. სასახლეში სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა პოეტის მამამ, მელიტონ ბარათაშვილმა და ის ამავე სოფელში, ზღუდერის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, სოფლის სასაფლაოზე განისვენებს.  ვეზირიშვილების სასახლეს, 2015 წლის 3 აპრილს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს ზემო ოსიაურში გათვალისწინებულია სანიაღვრე არხის მოწყობა საჯარო სკოლის ეზოსთან და ე.წ. „ხაშური 2“ გზის რეაბილიტაცია,  შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა  - ქვედა ოსიაურში, სასაფლაოს შემოღობვის დასრულება -ახალსოფელში.

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 153 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე