ვაჟა შუბითიძე

საკრებულოს თავმჯდომარე

კოალიციაქართული ოცნება

დაიბადა 1959 წლის 28 დეკემბერს ხაშურში. 1976 წელს დაამთავრა  ქალაქის მე-3 საშუალო სკოლა.1977-1982 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1982-1985 წლებში, სწავლა გააგრძელა თსუ ასპირანტურაში და იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიანტი.არის ისტორიის  დოქტორი (1987 ),  პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004 );  2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სრული პროფესორი. ლექციებს კითხულობს ასევე თბილისის ღია და სასწავლო უნივერსიტეტებში.არის მრავალი ნაშრომის, წიგნის, სტატიის, მონოგრაფიის ავტორი.გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის, 15 წიგნი, აქედან 6 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო -პოლიტოლოგია, იმიჯოლოგია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ევროპეიზაცია და ქართული პოლიტიკური აზრი). წიგნისათვისყველა დროის 100 უდიდესი ქართველი“ (2008 ). მიენიჭა დავით აღმაშენებლის პრემია ნომინაციაშისამაგიდო წიგნი“. არის პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოსპროფესორთა ლიგისდა შუბითიძეების გვარის თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.


 

 
  ზურაბ ნოზაძე

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

კოალიცია „ქართული ოცნება

დაიბადა 1989 წელს ქალაქ ხაშურში. 2006 წელს დაამთავრა ალის საშუალო სკოლა.

2011 წელს დაამთავრა ქართულ-უკრაინული უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. არის 2004 წლის მსოფლიო ჩემპიონი  სამბოში;

2006 წლის ევროპის პრიზიორი;

2007-2010 წწ. საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში.

2013-2014 წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წევრი.

დაოჯახებულია.


 

ომარ კაპანაძე

სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

კოალიციაქართული ოცნება

დაიბადა 1985 წლის 11 აპრილს, ხაშურში.2003-2007 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ნავთობგაზსადენის ექსპლუატაციის ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.2007-2009 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური შსს ხაშურის არასაუწყებო დაცვის პოლიციის განყოფილებაში.2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანებაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსწევრი, 2014 წლიდან - რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი.არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.


მამუკა წიქარიშვილი

საფინასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა 1966 წელს ხაშურში. 1984 წელს დაამთავრა ხცისის საშუალო სკოლა, 1995 წელს კი წარჩინებით - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მიკროეკონომისტის სპეციალობით. 1995-2000 წლებში მუშაობდა თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორად.2000 წლიდან 2012 წლამდე იყო კერძო ბიზნესში. 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლამდე იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


ნიკოლოზ კიკნაძე

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის

კომისიის თავმჯდომარე

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა 1966 წლის 17 ივნისს ქ. ხაშურში.

1983 წელს დაამთავრა ხაშურის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე.

1983-1985 წწ. მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

1990-1992 წწ. მუშაობდა სამშენებლო სამმართველოში ინჟინრის თანამდებობაზე.

1992-1995 წწ - მუშაობდა სასპორტო სკოლის ფეხბურთის სექციაში მწვრეთნელად.

2000-2003 წლებში შიდა - ქართლის პურისა და პურის ხარისხების ინსპექციაში.

2008-2014 წწ - შპს „ალვა -2008“ -ს ინვენტარიზატორად.

2012 წლიდან არის „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ წევრი.


ირინე გელაშვილი

სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

ფრაქცია „რესპუბლიკელები-დამოუკიდებლები“

დაიბადა 1970 წელს ხაშურში.

1987 წელს დაამთავრა ხაშურის მე-4 საშუალო სკოლა, შემდეგ კი წარჩინებით - 64-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი. სხვადასხვა წლებში სწავლობდა როსტოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის იურიდიულ-ეკონომიკურ ინსტიტუტში, არის ბიზნესის მართვის სპეციალისტი. მუშაობდა კერძო კლინიკაში მენეჯერად. 2007 წლიდან არის „რესპუბლიკური პარტიის“ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2012 წლის დეკემბრიდან იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


 

ვაჟა ხარშილაძე

ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისის თავმჯდომარე

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა 1984 წელს დაბა სურამში.2002 წელს  დაამთავრა იტრიის გიორგი ტალახაძის სახელობის სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში აგრო ინჟინერიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა არასამთავრობო სექტორში.2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი.2013-2014 წწ. მუშაობდა ცოცხნარის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად. 

ჰყავს მეუღლე და შვილი.


 

მიხეილ ჯანაშვილი

ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"

დაიბადა 1965 წლის 7 სექტემბერს ქალაქ ხაშურში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა.

1982-1986 წწ. სწავლა გააგრძელა გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში.

1989-1991 წწ. მუშაობდა ხაშურის საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკაში საგეგმო განყოფილების ეკონომისტად;

1991-1993 წწ. -შსს ხაშურის დაცვის განყოფილების კადრების ინსპექტორად; 1993-1994 წწ. - ხაშურის რაიონის პროფცენტრის მთავარ ბუღალტრად;

1197-1999 წწ. - ქართლის მოძრავი საბაჟოს წამყვან ინსპექტორად;

1997-1999 წწ - მოძრავი რეგიონალური საბაჟო, ექსპორტ-იმპორტისა და საბაჟო მომსახურების განყოფილების მთავარ ინსპექტორად;

1999-2002 წწ.  „გორისსაბაჟო საწყობების მომსახურების სექტორის უფროსად;

2002-2005 წწ. საბაჟოჩრდილოეთისსაბაჟო გაფორმების განყოფილების უფროს ინსპექტორად;

2007-2008 წწ -შემოსავლების სამსახურის რეგიონული საბაჟოაღმოსავლეთისსაბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილების ინსპექტორად;

2008 . - შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს განყოფილების მთავარ ინსპექტორად.

2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანებაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსწევრი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


 

ზაალ ფცქიალაძე

ფრაქცია „ერთობა“

დაიბადა 1970 წლის 3 მარტს ქ. ხაშურში.

1987 წ. დაამთავრა ქ. ხაშურის მე-3 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1993 წ. ეკონომისტის კვალიფიკაციით. 1988-1989წწ - მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1994  წლიდან მუშაობდა სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონულ განყოფილებაში რწმუნებულის, უფროსი რწმუნებულის და განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობებზე. 1998-2005 წწ. - ხაშურის საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ინსპექტორის, მთავარი საგადასახადო ინსპექტორისა და განყოფილების უფროსის თანამდებობებზე.1998-2001 წწ - იყო ქალაქ ხაშურის საკრებულოს წევრი.2011 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ხაშურის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.

 ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


 


 

ნოვე ტაბატაძე

ფრაქცია „რესპუბლიკელები-დამოუკიდებლების“ თავმჯდომარე

დაიბადა 1947 წლის 7 მარტს ხაშურის რაიონის სოფელ სარტყელაში. 1975-1981 წლებში სწავლობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ზოგადტექნიკური დისციპლინის სპეციალობით, მინიჭებული აქვს პედაგოგის კვალიფიკაცია. 1969-1972 წლებში მუშაობდა 64-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში ელექტროტექნიკის პედაგოგად. 1977-1982 წლებში მუშაობა განაგრძო 109-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში დირექტორის მოადგილედ სამეურნეო დარგში. 2002-2005 წლებში იყო ხალების თემის საკრებულოს გამგებელი. 2005-2008 წლებში იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის დევნილთა და ლტოლვილთა სამსახურის უფროსი. 2011-2014 წლებში მუშაობდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში სპეციალისტად.

 ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


როინ მახარობლიძე

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

დაიბადა 1974 წლის 12 სექტემბერს ხაშურში.

1991-1995 წლებში სწავლობდა ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში, მინიჭებული აქვს იურისტის და ეკონომისტის კვალიფიკაცია.

1996-1997 წლებში მუშაობდა ხაშურის რაიონის გამგეობაში ადგილობრივი მმართველობის საკითხთა განყოფილების მთავარ სპეციალისტად.

1997-1999 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

1999-2000 წლებში იყო ხაშურის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

2000-2005 წლებში- ხაშურის რაიონის გამგეობის იურიდიული  განყოფილების გამგე.

2005-2012 წლებში სხვადასხვა დროს იყო - გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.


 პავლე ლაცაბიძე

ფრაქცია ,,დამოუკიდებელი“ თავჯდომარე

დაიბადა 1962 წლის 17 ივნისს ხაშურში.

1991 წელს ჩაირიცხა თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1996 წელს ეკონომისტის სპეციალობით;

1979-1980 წლებში მუშაობდა ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხის მეურნეობაში ტრაქტორისტად;

1981-1983 წლებში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მილსაგლინავ საამქროში ხარატად.

1995-2004 წლებში მაღალი თანამდებობები ეკავა ქალაქ რუსთავის დაცვის პოლიციაში;

1995 წელს მიენიჭა ოფიცრის წოდება. 2004 წელს-კაპიტნის წოდება;

2004-2006 წლებში მუშაობდა რუსთავის ადმინისტრაციული პოლიციის უფროსად;

2006-2008 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით სოფლის მეურნეობის განხრით;

2008-2010 წლებში იყო თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე;

2010-2012 წლებში  იყო რუსთავის მეოთხე მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი;

2012 წლის 24 სექტემბერს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა საკრებულო.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 


 

ჯურხა მახარაშვილი

ფრაქცია ,,ვეტერანები-დამოუკიდებლები" თავჯდომარე

 

დაიბადა 1974 წლის 1 იანვარს, ხაშურში.

1991 წელს დაამთავრა სოფელ ოსიაურის საშუალო სკოლა.

1992 წელს ჩაირიცხა თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით 1997 წელს სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1997-1998 წლებში მუშაობდა თბილისში, ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორად. 1998-2003 წლებში მუშაობა განაგრძო დამოუკიდებელ ჟურნალისტთა, სპორტსმენთა და ადვოკატთა გაერთიანებულ ასოციაციაში-ადვოკატად, შემდეგ იურიდიული განყოფილების უფროსად.

1010-2011 წლებში მუშაობდა ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის  თბილისის იურიდიულ-ეკონომიკური ინსტიტუტის ხაშურის ფილიალში-პედაგოგად.

2013-2014 წლებში _ იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის ოსიაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.

2004-2007 წლებში კონსერვატიული პარტიის წევრია, ხოლო 2008 წლიდან დღემდე -რესპუბლიკური პარტიის წევრი.

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


 

ილია კაპანაძე

ფრაქცია ,, მრეწველები-დამოუკიდებლები" თავჯდომარე

დაიბადა 1972 წლის 2 იანვარს ქ. ხაშურში.

1988 წელს   დაამთავრა ხაშურის  N3 საშუალო სკოლა;

2010 წელს  დაამთავრა თბილისის სატყეო და კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი,  ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით.

 1996-2000 წლებში - იყო ტურისტული ფირმა „ნეო-ტურის“  დამფუძნებელი და დირექტორი.

2001-2009 წლებში - სატრანსპორტო გადამზიდი კომპანია ,,ანატოლიკი თრაიქის“  დამფუძნებელი და დირექტორი;

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 63 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე