საბჭოს შესახებ

 

   გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად 2017 წლის 10 აგვისტოს  ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს №17 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა ხაშურის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო .  საბჭოს შემადგენლობაშია 16 წევრი.

 გენდერული თანასწორობის  საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით,  საკრებულოს რეგლამენტით, საბჭოს დებულებითა და  სხვა სამართლებრივი აქტებით.

საბჭოს მთავარი მიზანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამუშაო გეგმა და განახორციელოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი

საბჭოს ხელმძღვანელობს საკრებულოს  თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი.

გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

 


გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება

გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობა

1. მიხეილ ჯანაშვილი - საბჭოს თავმჯდომარე

2. ზურაბ ნოზაძე - საბჭოს წევრი

3. ვაჟა ხარშილაძე - საბჭოს წევრი

4. ანა ხარებავა - საბჭოს წევრი

5. ირინე გელაშვილია - საბჭოს წევრი

6. მამუკა წიქარიშვილი - საბჭოს წევრი

7. ნინო სუხიაშვილი - საბჭოს წევრი

8. რიტა ქურდაძე - საბჭოს წევრი

9. ხათუნა ჩიტაძე - საბჭოს წევრი

10. მარინა ქათამაძე - საბჭოს მდივანი

11. თეა ჯაფარაშვილი - საბჭოს წევრი

12. ირინა გოგიტაური - საბჭოს წევრი

13. ირინე გოცირიძე - საბჭოს წევრი

14. ზურაბ ჩხიტუნიძე - საბჭოს წევრი

15. მერაბ ბარბაქაძე - საბჭოს წევრი

16. თამარ ჯავახიშვილი - საბჭოს წევრი

გენდერული თანასწორობის საბჭოს ოქმები

ახალი ამბები

 

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

 

მიმდინარე წლის 29 მარტს ჩატარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს  სხდომა, სხდომის  მონაწილეებმა განიხილეს  2019 წლის სამოქმედო გეგმა,ისაუბრეს მის შესრულების პერსპექტივებზე. სხდომამ განიხილა აგრეთვე სხვადასხვა მიმდინარე საკითხები. 

 


 

 

ლექცია ,,ქალთა უფლებების და დიქტატურის შესახებ“

 

ა.მ.წლის 12 მარტს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ქალის უფლებების შესახებ იმსჯელეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნინო სუხიაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას წარმოუდგინა ლექცია „ქალის უფლებები და დიქტატურა“ პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმის“ მიხედვით. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველები და თანამშრომლები, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ზურაბ ჩხიტუნიძე. 

გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.

 


 

შეხვედრა წაღვლსა და ჩორჩანაში

 

27 თებერვალს ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებ ქალებს არასამთვრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ქალების საჭიროებათა შესწავლა მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით გაეროს „რეზოლუცია 1325 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ შესაბამისად. შეხვედრაზე ადგილობრივებმა პირველ პრიორიტეტად გზის მოწესრიგების საკითხი დააყენეს. მერის მოადგილის  ზურაბ ჩხიტუნიძის განცხადებით, სოფელ წაღვლამდე დაგეგმილია ბეტონის გზის დაგების ორწლიანი პროექტის განხორციელება, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყება.

დღის ბოლოს მოსახლეობასთან შეხვედრისას წამოჭრილ პრობლემებზე მსჯელობა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად გაგრძელდა. დაისახა პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზები. 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 103 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე