ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    სხდომის

დღის წესრიგი

2019 წლის 4 ივნისი

 

1. "ხაშურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N78 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; 

 

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის „2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ცალკეული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 იანვრის N5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; 

 

3. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის № 123 განკარგულებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფისა და სარიტუალო მომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე. 

 

4. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის № 122 განკარგულებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ესთეტიკური და უსაფრთხო გარემოს შექმნისა და გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ 

 

5. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 თებერვლის „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

 

6. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით 151 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ. 

 

7. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2019 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ      

 

8. ხაშურში ახალშენის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევისა და 1993 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის - უშანგი ბირკაძის სახელის მინიჭების შესახებ

 

9. სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №1 საჯარო სკოლისათვის სსიპ მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის  №1 საჯარო სკოლის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

 

10. ხაშურის მუნიციპალიტეტის  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მიერ 2019 წლის 5 თვეში გატარებული ღონისძიებებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ

 

 

ხაშურის მუნიციპალიტეტი საქართველოს ცენტერალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. იგი სამი მხრიდან გარშემორტყმულია საშუალო სიმაღლის (900-1000 ) მთებით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კავკასიონის სამხრეთ ფერდოებების განშტოება. დასავლეთიდან ლიხის, იგივე სურამის ქედის აღმოსავლეთ მთისწინეთი. სამხრეთიდან თრიალეთის ანუ მცირე კავკასიონის ჩრდილოეთი ფერდობები, ხოლო აღმოსავლეთით ვრცელდება დოღლაურის ცნობილ  ველამდე.1801 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების შემდეგ, 1917 წლამდე ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა. 1921 წლიდან, საქართველოს ახალი ადმინისტრაციულ_ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ისევ გორის მაზრაშია, ხოლო 1930 წლიდან დამოუკიდებელ რაიონს წარმოადგენს. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ქარელის, დასავლეთით ხარაგაულის და ბოჯომის, ჩრდილოეთით საჩხერის და ქარელის, ხოლო სამხრეთით ბორჯომის მუნიციპალიტეტები.ხაშური ზღვის დონიდან 690 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 585,2 კვ კილომეტრია და საქართველოს მთლიანი ფართობის მხოლოდ 0,84 პროცენტს შეადგენს. იგი ვრცელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 37, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 22 კილომეტრზე. მუნიციპალიტეტის საზღვრების საერთი სიგრძე 118 კილომეტრია. მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. რელიეფი თითქმის ერთფეროვანია, მისი ზედაპირის უმეტესი ნაწილი ვაკეებსა და ბორცვებს უჭირავს, მხოლოდ სამხრეთი და დასავლეთი ნაწილია მთიანი. ძირითადი მდინარე მტკვარია, რომელიც გარდიგარდმო ჰკვეთს მუნიციპალიტეტს. ნაწილი მისი შენაკადებისა თრიალეთის, ხოლო ნაწილი ლიხის ქედებიდან ჩამოედინებამცენარეულ საფარი მრავალფეროვანია სტეპურიდან დაწყებული სუბალპურით დამთავრფებული. მუნიციპალიტეტი შედგება 13 ადმინისტრაციული ერთეულისგან. მათ შორის  არის ერთი ქალაქის (ხაშური), ერთი დაბის (სურამი) და 11 სოფლის ადმინისტრაცული ერთეული (ალი, გომი, ოსიაური, ფლევი, ქვიშხეთი, ცოცხნარა, ცხრამუხა, წაღვლი, წრომი, ხალები, ხცისი), მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 65 ათასამდეა. მისი ძირითადი ნაწილი ქალაქში და დაბაში ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები არიან, ცხოვრობენ აგრეთვე სომხები, ებრაელები, რუსები, ოსები, ბერძნები, უკრაინელები და სხვა. ადმინისტრაციული ცენტრი 1921 წლიდან ქალაქი ხაშურია. იგი პირველად 1693 წლით დათარიღებულ დოკუმენტში გვხვდება. დოკუმენტი იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ხაშური როგორც დასახლებული პუნქტი უფრო ადრეც არსებობდა, ვიდრე ეს წერილობით წყაროებშია დაფიქსირებული. XVIII საუკუნის ბოლოს იოანე ბატონიშვილისკალმასობისმიხედვით, ხაშური საშუალო სოფელია. აქ დგას მაღალი კოშკი. აგრეთვე წმინდა მარინეს ეკლესია. ქალაქის ტიპის დასახლებას ხაშურში საფუძველი XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩაეყარა, რასაც ხელი შეუწყო საქართველოში რკინიგზის გაყვანამ. მთავარი სარკინიგზო ხაზი - ფოთი -_თბილისი  ხაშურზე გადიოდა: აქვე გაიხსნა რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, რომლებიც ერთ-ერთ დიდ საწარმოებს წარმოადგენდა ამიერკავკასიის მაშტაბით. ამ პერიოდიდან ხაშური ჩამოყალიბდა რკინიგზის მნიშვნელოვან კვანძად, რამაც ხელი შეუწყო მის ქალაქად გარდაქმნას.ხაშურის მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა, მასზე გამავალი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები საქართველის ნებისმიერ რეგიონთან უმოკლეს დროში დაკავშირების საშუალებას იძლევა.1872 წელს, კავკასიაში მეფის ნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მოღვაწეობის ათი წლისთავის აღსანიშნავად, ხაშურს ეწოდა მიხაილოვო. 1918 წელს მას ისევ ძველი სახელწოდება დაუბრუნეს. 1927-1934 წლებში სტალინისი ეწოდა, ხოლო შემდეგ კვლავ ხაშური ჰქვია.ხაშურის მუნიციპალიტეტს საინტერესო ისტორიული წარსული აქვს. იგი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ის რაც საუკუნეების განმავლობაში გამოიარა ქართველმა ხალხმა, სისხლხორცეულად არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის ცხოვრებასთან. ხაშურს, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებს, თანაბრად შეეხო საქართველოს ისტორიაში მომხდარი ცნობილი მოვლენები. ქვეყანაში შექმნილი ვითარება განაპირობებდა მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ასევე კულტურული ცხოვრების დონეს.

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 325 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე