ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომის

დღის წესრიგი:

2020 წლის  4 მარტი

ხაშური

(მორიგი)

 

1. “ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე - დავით კიკნაძე

2. „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე - დავით ღვალაძე

 3. „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე - დავით ღვალაძე

 4. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ» ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მაისის #17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე - სერგო ლალიაშვილი

 5. ა(ა)იპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანებისათვის (ს.ნ. 443861750 ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (ს/კ 69.08.59.226) ფართის გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ - სერგო ლალიაშვილი

6. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ-ის არსებობის ვადით მუნიციპალიტეტის მერიის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ა(ა)იპებისთვის გადაცემის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 ივლისის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ  - სერგო ლალიაშვილი

7. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2020  წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ - ანა ხარებავა

8. ხაშურის მუნიციპალიტეტის  მერიის ა(ა) იპი „ხაშურსერვისის“ მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ

 


 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომის

დღის წესრიგი:

2020 წლის  26 თებერვალი

ხაშური

(გადაუდებელი)

 

1. „ 2020 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 ნოემბრის №100 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე - სერგო ლალიაშვილი

 


 

ხაშურის მუნიციპალიტეტი საქართველოს ცენტერალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. იგი სამი მხრიდან გარშემორტყმულია საშუალო სიმაღლის (900-1000 ) მთებით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კავკასიონის სამხრეთ ფერდოებების განშტოება. დასავლეთიდან ლიხის, იგივე სურამის ქედის აღმოსავლეთ მთისწინეთი. სამხრეთიდან თრიალეთის ანუ მცირე კავკასიონის ჩრდილოეთი ფერდობები, ხოლო აღმოსავლეთით ვრცელდება დოღლაურის ცნობილ  ველამდე.1801 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების შემდეგ, 1917 წლამდე ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა. 1921 წლიდან, საქართველოს ახალი ადმინისტრაციულ_ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ისევ გორის მაზრაშია, ხოლო 1930 წლიდან დამოუკიდებელ რაიონს წარმოადგენს. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ქარელის, დასავლეთით ხარაგაულის და ბოჯომის, ჩრდილოეთით საჩხერის და ქარელის, ხოლო სამხრეთით ბორჯომის მუნიციპალიტეტები.ხაშური ზღვის დონიდან 690 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 585,2 კვ კილომეტრია და საქართველოს მთლიანი ფართობის მხოლოდ 0,84 პროცენტს შეადგენს. იგი ვრცელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 37, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 22 კილომეტრზე. მუნიციპალიტეტის საზღვრების საერთი სიგრძე 118 კილომეტრია. მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. რელიეფი თითქმის ერთფეროვანია, მისი ზედაპირის უმეტესი ნაწილი ვაკეებსა და ბორცვებს უჭირავს, მხოლოდ სამხრეთი და დასავლეთი ნაწილია მთიანი. ძირითადი მდინარე მტკვარია, რომელიც გარდიგარდმო ჰკვეთს მუნიციპალიტეტს. ნაწილი მისი შენაკადებისა თრიალეთის, ხოლო ნაწილი ლიხის ქედებიდან ჩამოედინებამცენარეულ საფარი მრავალფეროვანია სტეპურიდან დაწყებული სუბალპურით დამთავრფებული. მუნიციპალიტეტი შედგება 13 ადმინისტრაციული ერთეულისგან. მათ შორის  არის ერთი ქალაქის (ხაშური), ერთი დაბის (სურამი) და 11 სოფლის ადმინისტრაცული ერთეული (ალი, გომი, ოსიაური, ფლევი, ქვიშხეთი, ცოცხნარა, ცხრამუხა, წაღვლი, წრომი, ხალები, ხცისი), მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 65 ათასამდეა. მისი ძირითადი ნაწილი ქალაქში და დაბაში ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები არიან, ცხოვრობენ აგრეთვე სომხები, ებრაელები, რუსები, ოსები, ბერძნები, უკრაინელები და სხვა. ადმინისტრაციული ცენტრი 1921 წლიდან ქალაქი ხაშურია. იგი პირველად 1693 წლით დათარიღებულ დოკუმენტში გვხვდება. დოკუმენტი იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ხაშური როგორც დასახლებული პუნქტი უფრო ადრეც არსებობდა, ვიდრე ეს წერილობით წყაროებშია დაფიქსირებული. XVIII საუკუნის ბოლოს იოანე ბატონიშვილისკალმასობისმიხედვით, ხაშური საშუალო სოფელია. აქ დგას მაღალი კოშკი. აგრეთვე წმინდა მარინეს ეკლესია. ქალაქის ტიპის დასახლებას ხაშურში საფუძველი XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩაეყარა, რასაც ხელი შეუწყო საქართველოში რკინიგზის გაყვანამ. მთავარი სარკინიგზო ხაზი - ფოთი -_თბილისი  ხაშურზე გადიოდა: აქვე გაიხსნა რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, რომლებიც ერთ-ერთ დიდ საწარმოებს წარმოადგენდა ამიერკავკასიის მაშტაბით. ამ პერიოდიდან ხაშური ჩამოყალიბდა რკინიგზის მნიშვნელოვან კვანძად, რამაც ხელი შეუწყო მის ქალაქად გარდაქმნას.ხაშურის მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა, მასზე გამავალი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები საქართველის ნებისმიერ რეგიონთან უმოკლეს დროში დაკავშირების საშუალებას იძლევა.1872 წელს, კავკასიაში მეფის ნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მოღვაწეობის ათი წლისთავის აღსანიშნავად, ხაშურს ეწოდა მიხაილოვო. 1918 წელს მას ისევ ძველი სახელწოდება დაუბრუნეს. 1927-1934 წლებში სტალინისი ეწოდა, ხოლო შემდეგ კვლავ ხაშური ჰქვია.ხაშურის მუნიციპალიტეტს საინტერესო ისტორიული წარსული აქვს. იგი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ის რაც საუკუნეების განმავლობაში გამოიარა ქართველმა ხალხმა, სისხლხორცეულად არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის ცხოვრებასთან. ხაშურს, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებს, თანაბრად შეეხო საქართველოს ისტორიაში მომხდარი ცნობილი მოვლენები. ქვეყანაში შექმნილი ვითარება განაპირობებდა მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ასევე კულტურული ცხოვრების დონეს.