საბჭოს შესახებ

 

   გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად 2017 წლის 10 აგვისტოს  ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს №17 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა ხაშურის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო .  საბჭოს შემადგენლობაშია 16 წევრი.

 გენდერული თანასწორობის  საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით,  საკრებულოს რეგლამენტით, საბჭოს დებულებითა და  სხვა სამართლებრივი აქტებით.

საბჭოს მთავარი მიზანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამუშაო გეგმა და განახორციელოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი

საბჭოს ხელმძღვანელობს საკრებულოს  თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი.

გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

 


ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მონაცემები გენდერულ ჭრილში 2019წ

გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება

გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობა

1. მიხეილ ჯანაშვილი - საბჭოს თავმჯდომარე

2. ზურაბ ნოზაძე - საბჭოს წევრი

3. ვაჟა ხარშილაძე - საბჭოს წევრი

4. ანა ხარებავა - საბჭოს წევრი

5. ირინე გელაშვილია - საბჭოს წევრი

6. მამუკა წიქარიშვილი - საბჭოს წევრი

7. ნინო სუხიაშვილი - საბჭოს წევრი

8. რიტა ქურდაძე - საბჭოს წევრი

9. ხათუნა ჩიტაძე - საბჭოს წევრი

10. მარინა ქათამაძე - საბჭოს მდივანი

11. თეა ჯაფარაშვილი - საბჭოს წევრი

12. ირინა გოგიტაური - საბჭოს წევრი

13. ირინე გოცირიძე - საბჭოს წევრი

14. ზურაბ ჩხიტუნიძე - საბჭოს წევრი

15. მერაბ ბარბაქაძე - საბჭოს წევრი

16. თამარ ჯავახიშვილი - საბჭოს წევრი

გენდერული თანასწორობის საბჭოს ოქმები

ახალი ამბები

 

 7 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო სუხიაშვილი ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლის პედაგოგ ნონა ტეფნაძის ინიციატივით ამავე სკოლის მეცხეკლასელებს შეხვდა.შეხვედრის მიზანი მოსწავლეთათვის გენდერული თანასწორობის საკითხების გაცნობა იყო. მოსწავლეები გაეცნენ იმ საერთაშორისო და ადგილობრივ მექანიზმებს რაც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევას.

შეხვედრაზე იმსჯელეს CEDAW კონვენციის, გენდერული თანასწორობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონების თაობაზე.

გაიმართა დისკუსია. აღინიშნა, რომ საკითხის უფრო ღრმად გასაცნობად, გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 


 

 

 

შეხვედრა ქალთა საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენლებთან.

 

2019 წლის 2 აგვისტოს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს. შეხვედრა ჩატარდა ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

შეხვედრის მიზანი იყო ჩორჩანასა და წაღვლის სოფლის საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლების შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან და მათი საბჭოს წევრობის დაანონსება. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საჭიროებების კვლევის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც მოხდება საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის საჭიროებების კვლევა.

 


 

 

 

საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენლები  - ანა ლობჟანიძე და გვანცა ხარატიშვილი  ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის  საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში შედგა, რომელსაც სახალხო დამცველის ოფისი ახორციელებს და აწარმოებს თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის კვლევას. 

კვლევის მიზანია შეფასდეს, თუ რა ღონისძიებები დაიგეგმა და გახორციელდა თვითმმართველი ორგანოების მხრიდან გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. კვლევა ასევე შეეხება ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინების, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, ქალთა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის და სხვა საკითხებს.

 შედგა საინტერესო საუბარი რომელიც შეეხო ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ გენდერულ ვითარებას, ქალთა პრობლემებსა და გამოწვევებს, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების ანალიზს გენდერულ ჭრილში. 

 


 

 

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

 

მიმდინარე წლის 9 ივლისს ჩატრდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საჭოს მორიგი   სხდომა,დღის წესრიგით „ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით  სპორტის განვითარებაზე დახარჯული ბიუჯეტის ანალიზი“.  სხდომას  ხელმძღვანელობდა საკრებულოს თავმჯდომარე  ბატონი მიხეილ ჯანაშვილი.

სხდომამ განიხილა აგრეთვე სხვადასხვა ინიციატივები და წინადადებები.


 

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს შორის პროექტის განხილვა გაიმართა. 

„ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ქალების მონაწილეობა კარგი მმართველობისთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის აქტიურ ჩართულობასა და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის უკეთ განხორციელებას.

პროექტს მხარს უჭერს ავსტრიის განვითარების სააგენტო.

 


 

 

ქალთა სამყარო და ვან გოგი

 

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის  ხათუნა ჩიტაძის ორგანიზებით ამ.წლის მაისში ჩატარდა შეხვედრა მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში  მეცხრე საჯარო სკოლის  მოსწავლეებთან. ბავშვებმა წარმოადგინეს თემა „ქალის სამყარო ვან გოგის შემოქმედებაში“ მონაწილეების მიერ გამოითქვა სურვილი რომ ანალოგიური შეხვედრები ჩატარდეს საზღვრისპირა  სოფლების ახალგაზრდობასთან.

 


 

 

 

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

 

მიმდინარე წლის 29 მარტს ჩატარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს  სხდომა, სხდომის  მონაწილეებმა განიხილეს  2019 წლის სამოქმედო გეგმა,ისაუბრეს მის შესრულების პერსპექტივებზე. სხდომამ განიხილა აგრეთვე სხვადასხვა მიმდინარე საკითხები. 

 


 

 

ლექცია ,,ქალთა უფლებების და დიქტატურის შესახებ“

 

ა.მ.წლის 12 მარტს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ქალის უფლებების შესახებ იმსჯელეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნინო სუხიაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას წარმოუდგინა ლექცია „ქალის უფლებები და დიქტატურა“ პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმის“ მიხედვით. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველები და თანამშრომლები, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ზურაბ ჩხიტუნიძე. 

გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.

 


 

შეხვედრა წაღვლსა და ჩორჩანაში

 

27 თებერვალს ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებ ქალებს არასამთვრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ქალების საჭიროებათა შესწავლა მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით გაეროს „რეზოლუცია 1325 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ შესაბამისად. შეხვედრაზე ადგილობრივებმა პირველ პრიორიტეტად გზის მოწესრიგების საკითხი დააყენეს. მერის მოადგილის  ზურაბ ჩხიტუნიძის განცხადებით, სოფელ წაღვლამდე დაგეგმილია ბეტონის გზის დაგების ორწლიანი პროექტის განხორციელება, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყება.

დღის ბოლოს მოსახლეობასთან შეხვედრისას წამოჭრილ პრობლემებზე მსჯელობა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად გაგრძელდა. დაისახა პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზები.